вторник, 7 апреля 2009 г.

ჯვარცმისა


სიტყვა ჯვარცმისა, ან ჯვარის დღესასწაულისათვის. სულო ყოვლად წმინდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.

მქუხვარედ ზეგარდამოისა ხმისა ბგერათა ცეცხლისა ოხვრისათა, და საღმრთოთა ნესტვითა ხმისა ქებისა კალამთა აღმომაწი, თითისა ღვთისათა მაღლად მაღლადი. საღმრთოსა მკერდსა მიმყრდნობი, და ღვთისმეტყველებისა წევრთა წერითა ოქროსფეროიანთა პირითა დამქსვი, იოანე ღაღადებს სახარებასა შინა, თავსაი და რიცხვსა, 39 ვითარმედ “იესო ქრისტე არღა იყო დაბადებულ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა ამინ.

 ღუთისა სიტყვისა ქერილთა წვვრთილნო, და ყოვლად სადიდებელისა ჯვარისა ნისისა მადლითა კსნნილნო, ერნო კსნილნო, ერნო ქრისტე შემოსილნო. ვისმინოთ დღეს კმა მშვენიერი. და სიტყვა ტკბილი სულთა და კორცთა ჩუჴ განმაბრძობელი. თუ ვითარსა განსაკვირვებელსა კმა გვასმენს ჩუჴნ კკმასა მაღალი ესე მახარებელი და ღუთისმეტყველი იიოანნე, ვითარმედ “იესო ქრისტე არღა იყო დაბვადებუ”.

ლექსი ესე და თქმა დაბადებისაბ ნღუთისმოყვარენო, თუმცა მრავალ გვარად მოიღების წერილთა შინა, სხვათა და სხვათა აზრითა, და წარწერითა, მაგრამ აქა ყოვლად ბრწყინვალესა ამას თქმასა შინა უფლისა ჩუჴნისა იესოს ჯვარსა ზედა დამსჭვალვისა, და ჯვარზედ სიკუდილისათვის დასწერს, ვითარცა სხვასა ადგილსა დასწერსთავსაო, ვითარმედ ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესო. მაგრამ რა დიდება არას სიკუდილი. და ეგოდენი შესარძრწუნებელი სატანჯველი იესოსი საყვარელნო. ან რა სიხარული და ნუგეში არას ეგოდენის წყლუილებისა და ვნების მიღება წრისტიანენო. პირველად განიცადეთ ყოვლად დაბადებულსა და ბრწყინვალესა შობასა მისსა ზედა, ოდეს ბეთლემს იშვა და სამნი დიდნი მეიფენი აღმოსავლეთისანი მოვიდნენ და თაყვანისცეს, რასათვის ის არა თქვა და დაბადებად. კვალად იხილეთ ოდეს იორდანესა შინა ნათელსიღებდაიოანესგანდა მამა იგი დაუსამო ზეგარდამო ჰსწამებდა: ეგე არსო ძე ჩემი საყვარელი, და ყოვლად წმიდაჲ სული სახედ ტრედისა გარდამოკდა, და განმაცხოვებელსა თავსა ზედა მისსა დაადგრა, იმისგან უფრო დიდება რაღა იქნებოდა. დაბადებად რატომ ის არა თქვა. კვალად განიცადეთ მთასა ზედა თაბორსა განბრწყინვებული იესო, რას საკვირვებელით განბრწყინდა, მოსე და ელია მკუდრეთით აღდგნენ, და განცვიფრებულნი მოწაფენი ხედვიდენ რა, და ზეგარდამო კმა ესმოდათ ვითარ მამა ზეცით უწამებდა, ან ის რატომ არა დაბადებად. ახლა იერუსალიმს შესრული იესო დაიგებებოდენ, უმეტესად ლაზარეს ოთხისა დღისა მკუდრეთით აღდგინმებისათვის დაკვირვებულნი, და ყრმანი ჩვილთა ენითა ქებასა შესწირვიდნენ და ოსანნას უღაღადებდნენ, ამის უმეტესი დაბადება რაღა იქნებოდა, ეს რატომ არ დაწერა ღუთისმეტყევმან ამან დაბადებად და ახლა კელშეკრული იესო პილატესთან დაჳეროდესთან რომ წარადგინეს, და მათ სმაჯულთაგან განიკიცხა, და განიბასრა, და მერე ჯვარზედაც სიკუდილი შეჰკადრეს განმაცხოველებელსა მეუფესა, ამას წმინდა სახარება დიდებად რად უწოდეს. და ან რა დიდება არის ეგეოდენისა სატანჯველით სიკუდილისა მიღება.

  ვიკითხოდ და მერე მოგახსენებ მადლითავე ჯვარცმულისა მის იესოსითა, დაწერს იგივე მახარებელი და ღუთისმეტყველი იოანნე ვითარმედ: “ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას სიკუდილად, რომლისათვისცა ეწამების ამას დიდი წინასწარმეტყველი ესაია, 53 თავსა შინა მეტყველი ვითარმედ “კაცი გზასა შესცთა, და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩუენთათვის. ვიკითხოთ ვინ კაცი შესცა გზასა, ესეიგი ადამ პირველი კაცი, და უფალმან მამამან დაუსაბამომან განსცა ძე თვისი ჯვარცმად მისთათვის. ბეთლემს რომ ქვაბსა შინა იშვა, და მოგვთა თაყვანი სცეს, მართალია პირველისა მის კაცისა გამოხსნის ქველის მოქმედება და დიდება იყო, მაგრამ ადამის ბრძანებას ჯერე სასუფეველისათვის არც კი შეეხედა, და ამისათვის დიდება არ არის იორდანეს ზედა, რომ მამა და სული თანა არსებისა მისსა წამებდეს, რა დიდება იყო? განა მაშინ იქმნა თანა არსი მამისა და სულისა, განა მაშინ იქმნა საყვარელი რომ იმით დიდებულ იყო, ან ვის ესმოდა ის ხმა? ერთი წინამორბედი იყო, და ორნი მოწაფენი მისნი ანდრია და იოანნე იყვნეს, ამ სამთა ესმოდათ, და ამისთვის დიდებად არ ითქმის არა ჭეშმარიტად. როდესაც მამა და სული არს იყო, ეგრეთვე სიტყვაცა და ძე თანა დაუსაბამოდ მამისა და სულისა თანა არს იყო, მაშ ამით დიდება არა მომატებიარა.

  ეგრეთვე თაბორს მთასა ზედა გამობრწყინდა, ორნი მოწაფენი წმინდანი იგი მოქცეულნი, და ორნი შვილნი იგი წინასწარმეტყველნი მკუდრეთით აღდგომილნი მოივლინნენ, მაგრამ მოციქულნი ასე შეშინდნენ რომ კნინღა სიკუიდიდ მიეცნენ, მაგრამ ეშმაკთ სიმრავლე არც შეძრწუნებულიყო, და არც შეშინებულიყვნენ, არც იცოდნენ ქრისტე გაბწყინდა სადმე ტუ არაო, და ამისთვის დიდებად არ ითქმის. ეგრეთვე იერუსალიმის ქალაქს რომ შევიდა, მარტო ის ქალაქი შეიძრა რამდენნი დიდროანნი ქალაქები, და ქვეყნები დარჩა რომ არც შეძრულა,და არც იმ ქვეყნების ყრმებთ უქიათ, და არც ჯოჯოხეთს გულში გავლია თუ მე შემძრავს ვინმეო, და დამაქცევსო, ამისთვის დიდებად არ ითქმის. მაგრამ ჯვარზედ რომ ამაღლდა, და ჯვარზედ დაემსჭვალა, ნახეთ როგორ იდიდა, და რაბამსა დიდებასა და საკვირველებასა შინა განეფინა და განვრცნა განამცხოველებელი სახელი მისი. ბრძანებს წმიდა სახარებასა შინა, თვითმეტყველი პირი ჭეშმარიტი ვითარმედ „ძე ამისთვის მოგივლინეო, რათა ვაცხოვნო სოფელი, და ვყო ნება მომავლინებელისა ჩემისა, და აღვასრულო საქმე მისი. და იყო მამის ნება, რომ ის ექნა, ან რისთვის იყო მოვლინებული. ზღვა ხომ თავისს წესზედ არ გარდასულიყო, რომ იმისთვის საზღვარი დაედვა, და იმ ნივთებისაგან ერთი რომელიმე ხომ არა არსად არ მიწევნულიყო რომ ის მეორედ განეახლებინა და დაებადებინა. რისათვის მოავლინა, ააარა რისათვის არ მოვლინებულა, კაცის ბუნება უნდა ეცხოვნებინა, და ამისთვის მოივლინა.

ჯვარზედ რომ ამაღლდა, დაჳელნი განიპყრნა, სამხრეთს და ჩრდილოეთს, კიდის კიდემდე ჳელნი გადასდვა.

აღმოსავლეთს შეხედა, და მაშინვე კაცის ბუნება სამოთხეს შეიყვანა, და ამით იდიდა. განა ცხოვნების ღირსი იყო ვინმე, ან სიმართლეში, და ღუთის მსახურებაში აღზრდილი ვინმე იყო? ააარა. ავაზაკი და კაცის მკვლელი ერისთვის სიტყვისათვის აცხოვნა, და ამით იდიდა, არ იყო სადიდებელი: ჭეშმარიტად.

გვემულის ბეჭით დასავლეთს შეხედა და, იმით ქვეყნის ეშმაკნი ჰგვემნა. ვითარცა დასწერს იერემია წინასწარმეტყველი, 18, ვითარმედ „ქედი, და აარა პირი ჩემი უჩვენო მათ დღეთა შინა წარწყმედისა მათისასა.

ხოლო ფერხით ჯოჯოხეთი გვემა, ვითარცა დასწერს ისაია წინასწარმეტყველი, ვითარმედ „ჯოჯოხეთი ქვე განმწარდა რა შეგემთხვა შენ. და ამ საკვირველებისათვის იდიდა, ჭეშმარიტად სადიდებელი უფალი იესო ქრისტე. ჰურიათ განაშიშვლეს, და შიშველი დამოჰკიდეს, და მზემან და მთოვარემან იგლოვეს, და ბნელი შეიმოსეს და ამ საკვირველებისათვის იდიდა უფალი იესო ქრისტე.

პილატე და ჳეროდე უწინ მტერნი იყვნენ ურთიერთას, ქრისტეს სიკუდილზედ შერიგდენ, და ერთმანეთზედ გულისწყრომა აღარა ჰქონდათ, მაგრამ ცას ქვეშეთი ქვეყანა, თავიანთ დამბადებელისათვის ჳორცით სიკუდილისათვის მწუხარებით იგლოვდენ და იძრვოდნენ. კლდენი ირღვეოდენ. კერტსამბელი განიპეროდა სამხილებელად. ჯოჯოხეთი გამწარებული გოდებდა, და აქ საფლავით რაგდენნი გვამი მრავალთა შესვნებულთანი აღდგებოდეს, და ჰურიათ ჰრცხვენოდათ, და კლდემულნი პირქვე დაცემულნი იშიშვლოდენ, და ამით იდიდა უფალი იესო ქრისტე. ამას ზედა ღაღადებს ბარუქ წინასწარმეტყველი, 1 თავსა შინა ვითარმმედ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუჴსა, და არღარა უკუნიქცეს გულისწყრომა უფლისა, და რისხვა მისი ჩუჴნგან, და ვიდრე დღისამდე მის. ვიკითხოთ რომლის დღისამდე. დღესა ამას რომელსაც დღეს ქრისტე იდიდა, როდესაც ჯვარზედ დაეკიდა, და კაცის ბრძანება ცხოვნებული მამასა მიგვარა, მაშინ უკუნიქცა ღუთის გულისწყრომა ჩუჴნგან, და უფალი იესოც მაშინ იდიდა, და ის იყო ჭეშმარიტი დიდება, რომელიც ღუთისმეტყველმან იონნე დაწერა ვითარმედ „იესო არღა იყო დიდებულ.

მაგრამ, ახლა თქუჲნ რას ამბობთ, ქრისტეს მოყვარენო, არაგნებავსთა, რომ დღეს თქუჴნც ქრისტესთან იდიდნეთ და თქუჴნი სული და ცხოვრება მაშინვე უფალმან იესომ საუკუნოსა შინა ცხოვრებასა საუკუნოდ ადიდოს? ჰურიანი წინასწარმეტყველთაგან მოსწავლებულსა, და პირველადვე ხილულს წინ აღუდგნენ, და თავისი გარდარეული უსჯულოება აღასრულეს უღუთოთა მათ და ჯვარიდამ იერუსომ ჳმა ჰყო: მწყურისო, მათ მაშინვე ძმარი და ნაღველი ასვეს, მაგრამ თვით ჩუჴნისსიყვარულის მწყურვალმან, ყოველი ქვეყანა წყურიელი კი დაათრო, ვითარცა იტყვის იერემია წინასწარმეტყველი, 31 ვითარმედ „დავათვრე ყოველი ქვეყანა წყურვილითა და ყოველი სული აღვავსე კეთილითა, ამისთვის აღვსდეგ და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილიქმნა ჩემდამო. რით დაათრო ყოველი ქვეყანა, და მშიერი სული რის კეთილით აღავსო? თავისი უკუდავი ჳორცი, და სისხლიც არ დაუჭირა, და ყოველს ქვეყანა უხვად მისცა, და არ დაიშურვა, და ამით იდიდა ძე ღვთისა ქრისტიანენო, იდიდა ძე კაცისა საყვარელნო, და იგივე უფალი და ღმერთი იესო ქრისტე იდიდა ჯვარისა მიერ, და ვნებისა და სიკვდილისა და, თანა ადიდაცა ბრძანება კაცთა, და ზეცათა სასუფეველსა შინა დიდებასა და სუფევასა თანა აღმყვანებელ იქმნა. დაითრო ნოე ღვინისა მიერ და განშიშვლდა და დაიძინა. ხოლო დაითრო ქრისტე სიყვარულისათვის კაცთა ბუნებისა, და მიიძინა ჯვარსა ზედა სიკუდილად მშვიდმან იესომ, რათა ცოდვასა შინა დაძინებულნი ცოდვილნი განაღვიძოს და თვისთათანა განაცხოველოს.

ნოე ძემან მისმან ქამ განჰკიცხა, და გაიცინა შიშველი რომ დაინახა, ხოლო ქრისტე ავაზაკმან გაჰკიცხა. და ჰხვედრიდა შიშველი რომ ნახა ჯვარსა ზედა იესო, და ეტყოდა, შენ თუ ხარ ქრისტე იჳსენ თავი შენი, და ჩუჴნცა, ნოეს შიშლოება სემ და იაფეთ დაჰფარეს და შემოსეს. და უფალი იესლო ქრისტე იოსებდა ნიკოდიმოს შემურეს, და იმისი სიშიშვლე დაჰფარეს. ქრისტე ჳორცითა ჯვარსა ზედა დამოკიდებული ჳმობდა: „მამაო შენთა შევედრებო სულსა ჩემსა. და წმიდაჲ მახარებელი იონნე ამას დიდებად იწოდს. ეჰა საკვირველი ქრისტანენო! როდესაც განჳორციელდა, და ჩუჴნი ბუნება შეიმოსა. ის არ ეყოფოდა კაცსა საცხოვნებლად ჯვარზედ რომ არ მომკუდარიყო განა კაცს ისე ვერ აცხოვნებდა, მაგრამ თუ არ იმისის უკუდავის სისხლის დათხევა, სხვას არა შეძლო ჩვენი ცხოვნება, და არც სასუფეველისა კარისა განღება, და ამით იდიდა უფალი იესო ქრისტე. ადამ ურჩებით სცოდა და, სიკვდილი შემოიღო, და მეორემან ადამ უფალმან იესომ უცოდველმან, მორჩილებით მომკვდარმან ჯვარსა ზედა, ჩვენ განგვანცხოველნა. და ამით იდიდა. ადამმა სულით და ჳორცით სცოდა, და სამოთხის სამშვენებლისაგან განვარდა. ხოლო მეორემან ამან ადამ იესომ ადამიერთა ჳორცთა შემოსითა ზეცათა სასუფევლისა მკვიდრობა მოგვანიჭა, იმან სცოდა, ამასთან ცოდვა არა პოვნილა. ის ურჩექმნა მამასა შემოქედსა ღმერთსა, და ეს მამის მორჩილებას არაოდეს გარდასულა, ეს იმისი სანაცვლო სწორება რომ იმისი მაგიერი საცხოვნებელია, მაგრამ სიკვდილი და ჯვარსა ზედა დამსჭვალნა კიდევ მეტია, რომ ჩვენის ცხოვნებისა და სიყვარულისათვის ესე ყოველი დაითმინა მჳსნელმან ჩვენმა იესომ და რა მივაგოთ რომელი ესე მომაგო ჩვენ. და რით ვადიდოთ რომელმან ესრეთ მადიდნა ჩვენ დიდებითა მათ საუყკუნოთა. არარაჲ ძალგვიძს გლახაკთა, და ცოდვილთა, არცა რასამე შემძლებელ ვართ შესაბამსა მისსა, თვინიერ ამისა რათა გვიყვარდეს იგი, მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, რამეთუ მან პირველად შემიყვარმან ჩვენ. გვაჳსოვდეს იგი საყვარელნო, და ეგოდენსა ვნებასა მისსა ვიგონებდეთ და ჩვენცა მოვითმინოთ სიყვარულისა მისისათვის რაცა მწუხარება გვაქუნდეს. პირველად რათა ვიყვარებოდეთ ურთიერთარს ქრისტიანობის სიყვარულითა, ძმათ მოყვარებითა, უშფოთველად, უდრტვინველად, და უშურველად გულითა კეთილითა, მოწყალებითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა, მეორეთ რათა სიწმიდით ვსცხოვრებდეთ და მოვიძაგოთ ჩუჴნი, რომელიც ღმერთს განარისხებდეს ჩვენზედა, და ჩვენ სულს წარსწყმედეს, და ჩვენს ძმებს ქრისტიანეთა საზრახავად და საკიცხელად შეგვარცხენდეს: შური, მტერობა, უსამართლობა, ზრახვა განკითხვა, ცილისწამება, ცრუ ფიცი, ენის მიტანა მაბეზღარი, შფოთის ჩამოგდება, სხვათა ცოდვის წაყვედრება, სხვათა თავსა ცილი, ამპარტავნებით ქცევა, ურჩება, უთმინოება, მრისხანება და გულის აღარ მობრუნება. ეშმაკის ჯადეგისა და მკითხავის მიდევნება. წელიწადში ერთხელ მაინც უაღსარებლობა და უზიარებლობა. კვირისა და უქმის გატეხა და წირვისა და ლოცვის მოუსმენლობა, მებატონეთა ორგულობა და სამღვდელოთა კაცთა მიუჩვნეველობა ესე ყოველი ქრისტიანენო ღმერთთანაც საძურველი არის, ქრისტიანობისაც შემარცხვენელი არის და ჩვენი სულისა და ხორცის წარმწყმედელიც არის, რომელთაგანაც განგვაშოროს, და დაგვიცვნეს დაგვიფაროს ჯვარცმულმან იესო ქრისტემან. და დაგვადგინოს ყოველსა ზედა გზასა კეთილსა. და დაიფაროს საქართველო და ქრისტეანობა უსჯულოთა მტერთაგან, და განაძლიეროს მეფე ჩვენი, ქრიკსტეანობა აღამაღლოს, და მშვიდობა გვაღირსოს, რათა ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ უფალსა იესო ქრისტესა თანა მამთ, და სულით წმიდითურთ, აწ და უკუნისამდე ამინ.